საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის იარაღის წარმოება დაიწყება

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება.

მისი თქმით, დელტას ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამხრეთ-აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან წარმოების დაწყება.

|თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, “თავდაცვის ძალები 2030″ მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის”,– თქვა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში.