საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ,,ფეისბუქლაივში” განაცხადა.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ლაბორატორიაში 200-მდე ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და დადატურებული შემთხვევები კიდევ დაემატება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის 196 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია – 46 მოქალაქე, ხოლო გარდაცვლილია 3.

კარანტინის რეჟიმში რჩება – 4708 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 მოქალაქე.