საქართველოში COVID-19-ის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.

პირველი მარტის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 270 918;
  • გამოჯანმრთელებულია – 265 523;
  • გარდაცვლილია – 3 520;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 17 947, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 244, PCR ტესტით – 4 703
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,89%,  ბოლო 14 დღის – 1,9%; ბოლო 7 დღის – 1,44%;
  • კარანტინის რეჟიმში – 253
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 510
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 154