როგორ დაკრძალავენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს

80 წლის ბოლნისელი ქალი, რომელიც თბილისისი საუნივერსიტეტო კლინიკის  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორი,  ლევან რატიანი აცხადებდა, რომ  თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი ქალის მდომარეობას პნევომონია და სხვა დაავადებები ამძიმებდა. ეს არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი შემთხვევა.

მას ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის დადგენილი წესებით დაკრძალავებ.  რეკომენდაციების მიზანია, რომ გვამიდან ვირუსის გადადების რისკები შემცირდეს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის მიხედვით:

  • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
  • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
  • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
  • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.