საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია – იენს სტოლტენბერგი

” საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია “- ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საქართველოს პრეზიდენტის ნატოში ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორია. საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვისთანაც გვაქვს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის მიუხედავად, ნატო და საქართველო აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და დღევანდელი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა არის მიღწევა იმისა, თუ რის გაკეთებას შევძლებთ ერთად მომავალში.

ჩვენ განვაახლეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იმისათვის, რომ მოგვეხდინა რეფორმების იმპლემენტაცია, მოგვცემოდა მოკავშირეებთან ოპერირების საშუალება, რომ გვემსახურა საერთო ღირებულებებისდამი.

დღეს ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციაზე და რუსეთის მუდმივ სამხედრო გაძლიერებაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, თუ რა აქვს საქართველოს რეფორმების კუთხით, ეს არის მნიშვნელოვანი რადგან რეფორმებს უფრო ახლოს მივყავართ ჩვენს საერთო მიზნებთან, ნატოს წევრობასთან. ვისაუბრეთ ასევე საქართველო წვლილზე ავღანეთში. საქართველო დიდი ხანია ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს საწვრთნელ მისიებში,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.