საჩხერეში რა კურსია? – ზურაბ ჯაფარიძე გახარიას

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა”.

“საჩხერეში რა კურსია?” – წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

გახარია ამბობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც საჩხერის მსგავსი უნდა იყოს.

“საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ – ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები – ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა ფონდმა ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა”,- განაცხადა გუშინ გახარიამ.