სეტყვა ქარი ელჭექი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

სინოპტიკოსები ხვალ, 26 სექტემბერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ძლიერ წვიმას და მდინარეების ადიდებას პროგნოზირებენ.

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.