სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი გამართლებულია

ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი გაამართლა.

უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილებით, კარდინალი ჯორჯ პელი 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხეს დატოვებს.

რომის პაპის ფინასთა მინისტრს, 13 წლის ბიჭზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის ბრალი 2018 წელს წაუყენეს. საქმე ეხება პერიოდს, როცა ის მელბურნის არქიეპისკოპოსი იყო, 1996 წელს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არქიპეისკოპოსმა ბიჭუნაზე მელბურნის წმ. პატრიკის სახლოების ცათედრალში იძალადა.

კარდინალი პელის ბრალდებაში იყო 1997 წლის ეპიზოდიც – ამ შემტხვევაშიც მას ბრალი ბიჭუნაზე განხორციელებულ ძალადობაში ედებოდა.

კარდინალი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსოლუტურ სიყალბეს და სიგიჟეს უწოდებდა.

76 წლის კარდინალი პელი, რომის პაპის მტავარი მდივანი, ეკონომიკის საკითხებში, 2014 წელს გახდა და ვატიკანში გადავიდა.

წყარო: ამერიკის ხმა