სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე -ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

“სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე”- ამის შესახებ,  გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით ხელისუფლებაში თუ ვინმეს “სინდისის  ნატამალი” გააჩნდა უკვე გაიქცა გუნდიდან ხოლო ვინც დარჩენილია გუნდში ის ხმას არაფერზე ამოიღებს.

“ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში. ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული. ყველამ იცის და ხმას არ იღებენ. ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და ‘ისევ მიშა მოვა’-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ. ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს, ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს. ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი. ყველა ბერას მორჩილია, ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად-ს შინაარსი არ აქვს”, – წერს ჯაფარიძე.