სინოდმა მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა

ცოტახნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, წმინდა სინოდმა მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გაათავისუფლა და წალკის ეპარქიის მმართველად დანიშნა, ხოლო ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტი სტეფანეს ჩააბარა.

წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად.
6. წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე  შეითავსოს  ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა” ნათქვამია სიონდის განჩნებაში.