სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი იპოვეს

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძეს პოლიცია და ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ. მოზარდი სახლიდან დღის 12 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, მოზარდის კვალი სოლოლაკიდან ქრებოდა.