სოფელ დიღომში კლასელები შეიკრიბნენ, გვაქვს ახალი კლასტერი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში, სოფელ დიღომში კლასელები შეიკრიბნენ, რის შემდეგაცდ ახალი კლასტერი გაჩნდა.

მისი თქმით, კლასელები ახალგაზრდები არ არიან.

“გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 22 სექტემბერს ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.