სოფელ მერეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.