სოფელ ნატანებში კაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.