სოხუმში ამბობენ, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა UNICEF-ისგან მიიღეს და არა საქართველოსგან

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10000 ცალი ვაქცინა საქართველოსგან არ მიუღიათ და მათ  UNICEF-მა გადასცა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე დაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ ცხაკაიას თქმით, გრი​პის ვაქცინის გადაცემაზე საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენელი, ზურაბ ლაკერბაია აწარმოებდა.

“საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ვიღებთ, ჯანდაცვის უწყება – მით უფრო”. – თქვა ცხაკაიამ.