სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს – ოჯახი მკვლელობაში ქმარს ადანაშაულებს

32 წლის თამთა ჯანჯღავა თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში მოკლული იპოვეს. სავარაუდო დამნაშავედ მეუღლე სახელდება, მოტივა კი ეჭვიანობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.  მოკლული ქალი სამსახურში 2 დღე არ მისულა რის შემდეგაც, მისმა მეგობრებმა ფაქტი პოლიციას აცნობეს და სწორედ ამის შემდეგ, თამთა ჯანჯღავა საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

“მთავართან” საუბარში ჯანჯღავას მეგობარი იხსენებს, რომ ახალგაზრდა ქალი ხშირად იყო მეუღლის ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც ხშირად ღამეს ნაცნობებთან ათევდა.

მოკლულის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას მთავრობას სთხოვს.  მოკლულს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.