“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ფრაქციის შექმნაზე მუშაობს

“სტრატეგია აღმაშენებელში” ადასტურებენ, რომ ფრაქციის შექმნაზე მუშაობენ. ინფორმაციას ადასტურებს პარტიის წევრი თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი“ ითანამშრომლებს საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას.

„ჩვენ ვიქნებით აქტიურები პარლამენტში, დავსვამთ ყველა პრობლემატურ საკითხზე კითხვას, რომელიც არის ქვეყანაში. რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, ჩვენ ვმუშაობთ ფრაქციის შექმნაზე, თუმცა, სანამ ეს მოხდება, გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს უფრაქციო დეპუტატს, ამასთანავე, ვაპირებთ თანამშრომლობას პარლამენტში ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი,”- განაცხადა აქუბარდიამ.

დღეს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ლელოს 4 დეპუტატს შეურთდა სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.