“სტუდენტურ პარლამენტში” სტუდენტებს გია ვოლსკისთვის დაბადების დღე მიელოცათ დაევალათ, სანაცვლოდ მათ 10 ქულას დაუწერენ

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეისბუქის ე.წ. სქრინები, სადაც “სტუდენტური პარლამენტის” ერთ-ერთი კომიტეტის საერთო ჩატში თავჯდომარემ წევრებს, გია ვოლსკისთვის დაბადების დღის მილოცვა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი თითოეულ მიმლოცველს 10 ქულა ერგებოდა საჩუქრად.მილოცვის შემდეგ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ე.წ. სქრინშოთი, რომლითაც დადასტურდება მილოცვა და რის შემდეგაც მათ ქულები დაეწერებათ.

სქრინები თავდაპირველად, ანი მარმალიძემ გაავრცელა, მაგრამ მალევე წაშალა სოციალური ქსელიდან, თუმცა მათი შენახვა მოახერხა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გაბრიჩიძემ და კვლავ გამოაქვეყნა.

“სამწუხაროდ, პოსტი წაშალა ავტორმა ვინც გაავრცელა, სავარაუდოდ მუქარის ან დაშინების გამო.

ეს არის სტუდენტური პარლამენტი,სადაც თხოვენ წევრებს მიულოცონ გია ვოლსკის დაბადების დღე და მილოცვის შემთხვევაში დაეწერებათ 10 ქულა.
სამარცხვინოა მსგავსი დამოკიდებულება.”- წერს მარიამ გაბრიჩიძე.