სურამელაშვილი თავის შვილზე: არავითარი ქურდი არ არის, 2 დღე იჯდა ციხეში

მომღერალი გია სურამელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი ქურდული სამყაროს წევრია.

მისი თქმით, ის საფრანგეთში ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას შეესწრო და გაშველებას ცდილობდა.

“ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი მოხვდა. შეესწრო ამ ამბავს, რომ უბრალო ცემა–ტყეპა არ იყო. 2 დღე იჯდა ციხეში და გამოუშვეს, როგორც გამშველებელი, მაგრამ არის რაღაც საშიშროება. ტელეფონზე მომივიდა – შენი ქურდი შვილიო. არავითარი ქურდი არ არის, ეს არის ერთი ვაჟკაცი, კაი ბიჭი, რომელიც კარგად, ლამაზად ცხოვრობს. 19-შია სასამართლო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”,– აცხადებს სურამელაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.