სჯობს, დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე გადავსებულში ავიდეთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადავსებულ ავტობუსში არ ავიდნენ და მეორეს დაელოდონ.

„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, –თქვა ამირან გამყრელიძემ.

8 თებერვლიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა შაბათ–კვირისა.