მინსკში ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა – ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელები მისდევენ, ტაქსიში ჯდება. ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა  და საპროტესტო აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა.

მას შემდეგ, რაც მინსკში ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, სპეცრაზმმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტია აქციებს მართავენ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. რის შემდეგაც,მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მდე ადამიანმა მიიიღო. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 363 მოქალაქიდან 252 მინსკში დააკავეს.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა.