ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის

ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის. კომპანიაში ამბობენ, რომ სასულიერო პირმა ახალ მოდელს დიდი პოპულარობა მოუტანა

“ვითვალისწინებთ მომხმარებლების ანუ ეფლის ფანების ინიციატივას, ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით მზად ვართ მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს.

ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზ” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა რომ  კამერა არის ადამიანის იარაღი ხოლო ამ კონკრეტულ მოდელს აქვს გადიდების ფუნქცია და ამიტომ  სჭირდება მას iPhone 11 PRO რომლის ამჟაიმნდელი ფასი 4059 ლარს შეადგენს.