ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია – ჟორჟოლიანი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

“ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია “- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფლების მოედანზე, გამართულ აქციაზე, ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია და ამიტომ შეასრულა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა რუსულად.

“სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს”, – წერს  ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.