ტოვებენ თუ არა “ევროპულ საქართველოს” ოთარ კახიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპულ საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ელენე ხოშტარიას შემდეგ ოთარ კახიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ტოვებენ, ორკესტრირებულ შეტევას უწოდებენ და მას არ ადასტურებენ.

“პარტიას არავინ არ ტოვებს, ამ სამმა ადამიანმაც უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ გააკეთებს ალბათ. ეს, ფაქტობრივად, ორკესტრირებული შეტევაა ევროპულ საქართველოზოე და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, როგორებიც არიან ბატონი ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია”,– ამბობს ლევან თარხნიშვილი.

თავად ოთარ კახიძე ipn–თან ამბობს, რომ ევროპული საქართველოს წევრად რჩება.

„შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის გამო, რომ მე ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად და ამ ფირმის საქმიანობით ვარ დაკავებული. ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შესაძლოა, ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,. მე ვრჩები „ევროპული საქართველოს“ წევრად. პარლამენტის წევრი აღარ ვარ, შესაბამისად დავუბრუნდი ჩემს საადვოკატო საქმიანობას იურიდიული ფირმის მეშვეობით“, – თქვა კახიძემ.