ტოვებს თუ არა თაკო ჩარკვიანი “სტრატეგია აღმაშენებელს” – მისი განმარტება

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით სტრატეგია აღმაშენებლის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.

მისი თქმით, წასვლა–არწასვლის საკითხს გიორგი ვაშაძესთან გაარკვევს.

“მე ვფიქრობ, ეს გამოიწვია გუშინდელმა დებატებმა ტვ პირველში. ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია. მე გიორგისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ემთხვევა ჩვენი აზრი აბსოლუტურად, გიორგი შესვლას არ აპირებს. არც თვითმიზანია ჩემთვის შესვლა–არშესვლა.

მე ჩემი პოზიცია და ჩემი პარტია მაქვს. ბლოკი არ არის ინდულგენცია, ეს არის ერთობა დემოკრატიულ საწყისზე. მე წავალ თუ არ წავალ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და გიორგი, ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა,”- განაცხადა ჩარკვიანმა რუსთავი 2–ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ვაშაძე პარლამენტში “მგონი” არ შედის.