ტრამპი გუბერნატორებისგან ეკლესიების გახსნას მოითხოვს

აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გუბერნატორებისგან ეკლესიების, სინაგოგების და მეჩეთების რაც შეიძლებ მალე გახსნას ითხოვს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რელიგიური შეკრებები კორონავირუსის გავრცელების გამო აიკრძალა, რამაც საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება გამოიწვია აღმსარებლობის თავისუფლების მოთხოვნით.

„გუბერნატორებმა უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და ამ ძალიან მნშვნელოვანი ადგილების გახსნის ნებართვა გასცენ ახლავე, ამ შაბათ–კვირას. თუ ამას არ გააკეთებენ, ვაიძულებ„– განაცხადა ტრამპმა.

მისი ამ განცხადების შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა პირობა დადო, რომ ეკლესიების გახსნის გეგმას წარმოადგენს, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის აღდგება ღვთისმსახურება.

“ვიმუშავეთ სხვადასხვა სულიერ ლიდერებთან მთელ შტატში, განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომები როგორც დიდი, მეგა ეკლესიების, ასევე პატარა რელიგიური თემების მიმართ, ასევე სხვადასხვა ტიპის სალოცავი ადგილების მიმართ, განვიხილეთ სანიტარული ნორმები,  გვქონდა ურთიერთობები სინაგოგებთან და სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან. ვიმუშავეთ ინსტრუქციებზე მთელი ამ სფეროსთვის და უკვე რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორშაბათს ამ ინსტრუქციებს წარმოვადგენთ“– განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე ის აბმობდა, რომ მომავალი კვირიდან კალიფორნიის ოლქების ადმინისტრაციები საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესაძლებლობას მიიღებდნენ, რომლებიც შტატში მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებს.