ტრანსპორტი ღია კარებით – დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია

ხვალიდან საქართველოშიახალი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, იკეტება მაღაზიები იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა. შეზღუდვების ამოქმედებამდე ბოლო დღე შავი პარასკევის ფასდაკლებებს დაემთხვა, რომლის გამოც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია.  სოციალურ ქსელში ვრცელდება იმის შესახებაც ინფორმაცია რომ მგზავრების დიდი რაოდენობის გამო ავტობუსები კარს ვერ კეტავდნენ.