ტყუილია, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი – მამუკა მდინარაძე

“ტყუილია, რომ თითქოს ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი”- ამის შესახებ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყუილია, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებზეა საუბარი.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები დღეს მთელი დღის განმავლობაში წევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, კოლეგები ევროპარლამენტიდან, დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება”, – განაცხადა მდინარაძემ.