უგანდამ ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა მიიღო

უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო.

პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ კამპალაში ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა ჩავიდა.

ამ დროისთვის, Covax პლატფორმის მეშვეობით, ვაქცინის 11 მილიონი დოზა აფრიკის 11 ქვეყანაში განაწილდა. ეს ქვეყნებია: განა, კოტ-დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, ანგოლა, ლესოტო, გამბია, სამხრეთ სუდანი, რუანდა, უგანდა, კენია.