უკვე არსებობს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დასრულებული პროექტი – გამყრელიძე

“უკვე არსებობს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დასრულებული პროექტი”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სხვადასხვა ჯგუფები თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს მათ ვაქცინაციის გეგმის დასრულებული პორექტი მიიღეს.მისი თქმით, ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ გეგმა საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

“დღეს არსებობს უკვე პირველი პროექტი, დასრულებული, შემიძლია გითხრათ, ამ ეროვნული გეგმის. დღევანდელ საბჭოზე მოხდა განმეორებით, დასრულებული ვერსიის წარდგენა მხოდა, იყო განხილვა, იყო წინადადებები, შენიშვნები და კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.