“უკვე ორნი გისმენთ” – ამომრჩევლის ზარებს ელისაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანიც უპასუხებს

პარტია მოქალაქეების ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ 1 ბანერი განათავსა, სადაც მისი პირადი ნომერი წერია. ელისაშვილის თქმით, ამჯერად ზარებს მისი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, ლევან იოსელიანიც უპასუხებს.

“უკვე ორნი გისმენთ! მე და ლევან იოსელიანი – 593 584052”. – წერს ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“ალეკო გისმენთ” – ამ შინაარსის ბანერი ელისაშვილმა პირველად 16 სექტემბერს განათავსა და ამომრჩეველს მოუწოდა, ნომერზე დაურეკონ და პრობლემებზე ესაუბრონ.