უკრაინაში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ ჩამოასვენებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოდესაში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და ჩართულია გადმოსვენების პროცედურაში.

დამატებითი ინფორმაციით მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.