უმუშევრად დარჩენილები 1 იანვრიდან 200-ლარიან კომპენსაციას კვლავ მიიღებენ

დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

„ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იყვნენ დასაქმებული, თუმცა დაკარგეს სამსახური, 1200 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა აღდგება 1 იანვრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა და ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი ახლაც შენარჩუნდება.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს შეზღუდვები დააწესა.