ყურადღების ღირსი არ არიან, დიდი პატივია – პოზნერი სამოქალაქო აქტივისტებზე

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი, რომელსაც პროტესტის ფონზე თბილისის დატოვება მოუწია, პირად გვერდზე წერს მიზეზს, რის გამოც მომხდარ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტები, ვინც საქართველოში მისი ვიზიტი გააპროტესტეს, “ყურადღების ღირსი არ არიან”.

“ძვირფასო კოლეგებო, მინდა აგიხსნათ, თუ რატომ არ მოგეცით კომენტარი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ მივიღე არავის მოწვევა გადაცემაში მონაწილეობაზე.

ახსნა მარტივია და აშკარაა: ის ადამიანები, რომლებმაც შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომ ვარ ჩუმად და ჩუმად ვიქნები”, – წერს პროპაგანდისტი პირად საიტზე.

ცნობისთვის, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის გამო მათ ქვეყანა ვადაზე ადრე დატოვეს.