ფიტნეს დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განაახლებენ

ფიტნეს დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განაახლებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნება. „კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.