ფონოგრამა სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია – ჩერგოლეიშვილი რუსულად შესრულებულ „თბილისოზე”

“ფონოგრამა სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია”- ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ „თბილისოს“.

„ბუბა კიკაბიძის პატრიოტიზმში ეჭვი არავის ეპარება – დამშვიდდით. იმ ძალის უნარებს და შესაძლებლობებს აღვწერთ მხოლოდ, მთავარ აქციაზე ფონოგრამა რომ სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია. არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე. ესაა და ეს,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.