ფული ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს – ელისაშვილი

“ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს”- მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ პარტია დაფინანსებას აიღებს შესაბამისად აღიარებს ცესკოს დათვლილ შედეგებს. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი!”, – წერს ელისაშვილი.