ქადაგიშვილი: მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული გვყავს, რომ პანდემია გავავრცელოთ

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ფორმულასთან” საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება “პანდემიის გავრცელებას” ცდილობს და ამ ძალისხმევაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჰყავთ ჩართული.

“ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული. ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული გვყავს ამ ჩვენს ძალისხმევაში, რომ პანდემია გავავრცელოთ ყველგან. რომ ამით ჩვენი დღის წესრიგი გვქონდეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწეული.

თქვენ ხედავთ, რომ წარმატებას ვაღწევთ. საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა მოცული გვყავს ჩვენ ამ პანდემიით და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძლიერ პოზიციებს შევინარჩუნებთ”,- აცხადებს ის ფორმულას ეთერში.