ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა – თალაკვაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს.

“ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა.  თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს,”- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, დღეს 1 თებერვალს,ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.