ქართული ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება სანქციებისკენ მოწოდებას იწვევს–Foreign policy

გავლენიანი გამოცემა, Foreign policy ნიკა მელიას დაკავებას სტატიას უძღვნის, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაკავებას შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები მოჰყვეს, ოპზიციური პარტიის ოფისზე შტურმი კი შესაძლოა რეგიონში ერთადერთი დემოკრატიისთვის გარდამტეხი მომენტი გახდეს:

“საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება სამშაბათს პოლიციური რეიდის საშუალებით და მისი პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური რყევები ღრმავდება, ამ რეგიონში ერთადერთ დემოკრატიას კრიზისში ჩაძირვით ემუქრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას დედაქალაქ თბილისში ათასობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვდნენ და მმართველ პარტიაში განხეთქილების პროვოცირება მოახდინა. პრემიერი გიორგი გახარია გასულ კვირას გადადგა პარტიის შიგნით დებატების ფონზე, ნიკა მელიას დაკავების ორდერის იძულებითი აღსრულების საკითხზე, რომელმაც თითქოსდა გირაოთი გათავისუფლების პირობები დაარღვია მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომელიც მისი თქმით პოლიტიკურად მოტივირებულია.

ეს კრიზისი ტესტი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც პირობა დადო, რომ მთელ მსოფლიოში დაიცავს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. საქართველო, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე, დიდი ხანია აშშ–ს ახლო მოკავშირეა.

“ეს პოტენციურად გარდამტეხი მომენტია საქართველოსთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას სწრაფი და პრინციპული რეაქცია უნდა ქონდეს და უნდა განაცხადოს, რომ თუ მელია არ გათავისუფლდება და ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდება, სანქციები დაედებათ იმ პირებს, ვინც საქართველო ამ კრიზიკულ წერტილამდე მიიყვანა“– თქვა დევიდ კრემერმა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში.

დასავლეთის სანქციებს  საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მიზეზების გამო საკუთარი აქტივების რუსეთში გადატანა არ შეუძლია.

“დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“–ამბობს გია ნოდია, პოლიტიკის პროფესორი და ილიას უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლის დირექტორი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა თქვა:

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს უარი თქვან ქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და დაიწყონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს“. თუმცა, სამშაბათს პრესკონფერენციაზე მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომები შეიძლება მიიღოს აშშ–მ კრიზისის საპასუხოდ, თუ ასეთი რამ მოხდება.

კრიზისი საქართველოში რუსეთის სამეზობლოში ბოლო თვეების მანძილზე პირველი არ არის. ბელორუსში, რომელიც დიდხანს რუსეთის ერთგული მოკავშირე იყო, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო აგვისტოდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი მორიგ ჯერზე წამოიწყეს ომი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიისთვის. ყირგიზეთში ოქტომბერში დემონსტრანტებმა ქვეყნის პარლამენტი აიღეს არჩევნების ფალსიფიკაციის ბრალდებებით. თავად რუსეთში კი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რუსეთს და საქართველოს ხანმოკლე, თუმცა სასტიკი ომი ჰქონდათ 2008 წელს. მას შემდეგ მოსკოვი დე ფაქტო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებზე. პოლიტიკურ არასტაბილურობა კიდევ უფრო აშორებს საქართველოს დასავლეთისგან.

“ერთადერთი, ვინც ამით ხარობს კრემლში ზის. მათ იციან, რომ ეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას ვნებს“– ამბობს დევიდ კრამერი.

საქართველოში აშშ–ს საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი ღრმად არიან შეშფოთებული მელიას დაკავების გადაწყვეტილებით.

“შეძრწუნებულები ვართ ხელისუფლების მაპოლარიზებელი რიტორიკით კრიზისის დროს. ძალა და აგრესია არ გამოდგება პოლიტიკური განსხვავებების გადასაჭრელად. დღეს საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიის განმტკიცების და ევროატლანტიკური ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“– ნათქვამია განცხადებაში.“– წერს Foreign policy