“ქართული ოცნება არასოდეს ლაპრაკობს რუსებზე უდიერად,პუტინის საამებლად შეუძლია სამაგალითოდ დასაჯოს ადამიანები“–ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი თვლის, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულ ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და მის მიერ მიღებული მრავალი გადაწყვეტილების რეალური მიზანი საქართველოს საგარეო კურსის შეცვლაა:

“ქართული ოცნება არასოდეს ლაპრაკობს რუსებზე უდიერად, არ უტიფრობს მათთან, პირიქით, ხაზგასმული მოწიწებით საუბრობს მათ შესახებ; მტავრობას პუტინის საამებლად შეუძლია სამაგალითოდ დასაჯოს ადამიანები, ცემოს, დათვის ტყვიებით დაცხრილოს, თვალები დათხაროს, დააპატიმროს, დააშინოს ანტირუსული აქციების მონაწილეები, მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშები იხადოს ჟურნალისტის ანტირუსული გინების გამო, ცდილობს, მაქსიმალურად დაასუსტოს პროდასავლური პარტიები, მედია, არასამათვარობო ორგანიზაციები, შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებაზე ილაპრაკოს უკრაინასთან;

ქართული ოცნება, წლებია, მიზანმიმართულად აფინანსებს ანტიდასავლურ პროპაგანდას, ახალისებს პრორუსულ მედიას და ორგანიზაცებს, ქმნის და მეგობრობს პრორუსულ პარტიებთან, ხოლო ამის საპირისპიროდ, შეუძლია უტიფრად, აგდებულად მოიხსენოიოს ამერიკული გავლენიანი ორგანიზაციები, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების წინააღმდეგ აყეფოს ჟორჟოლიანისებური ტიპები, დაარღვიოს ყველანაირი პირობა, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის აქვს მიცემული: ანაკლიით დაწყებული, პოლიტკური პროცესის დემოკრატიზაციით დამთავრებული, ყველა დონეზე საფრთხე შეუქმნას ქართულ – ევროატლანტიკურ ურთიერთობებს.

გულწრფელად არ მესმის, რატომ გვგონია დღემდე, რომ ეს არ არის ივანიშვილისა და ქართული ოცნების შეგნებული ანტიდასავლური პოლიტიკა, რომლის მიზანი კურსის საბოლოო შეცვლა და საქართველოს პუტინის ორღობედ გადაქცევაა? რატომ გონია ბევრს, რომ ეს ყველაფერი მათი უკიდეგანო სიბრიყვის შედეგია, ან უბრალოდ ივანიშვილის უცნაური ხუშტურებია, მისი თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა?