ქართული ოცნება ქუთაისის უნივერსიტეტში ივანიშვილის სტუმრობის ამსხველ ფოტოებს აქვეყნებს

ქართული ოცნება ქუთაისის უნივერსიტეტში ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის სტუმრობის ფოტოებს აქვეყნებს:

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ“–ნათქვამია სტატუსში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა გუშინ მთვარმა არხმა გაავრცელა, რომლის ჟურნალისტი შენობაში არ შეუშვეს და ივანიშვილის გადაღების უფლება არ მისცეს.