ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მას კვლევები არ სჭირდება, რადგან გრძნობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.

“მე რასაც ვმოგზაურობ, მე არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ–ხივილი, რაც გვესმის და შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს 4 დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე გველის”,– ამბობს გახარია.

ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, წყნარად და მშვიდად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არამხოლოდ ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ 1 წინ გადადგმული ნაბიჯი”,– თქვა გახარიამ.