ქელეხი და ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული? – ალეკო ელისაშვილი

“ქელეხი და ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული? ” – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ძალიან უცნაური შემთხვევაა – ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი? ძალიან უცნაურად ჟღერდა ეს ყველაფერი. ასევე ძალიან უცნაური სანახაობაა დენდროპარკში რომ დღემდე ერეკებიან ხალხს, მიდით და დაათვალიერეთო, ასევე უცნაურია ოპოზიციური პარტიები 600-კაციან პურ-მარილებს რომ მართავენ. პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ძალიან ვერაგ რამესთან გვაქვს საქმე, კორონავირუსთან.”  – განაცხადა ელისაშვილმა.