ქვეყანა გააკოტრეს, ახლა გამოლაგდნენ და მაცივრები არ გვაქვს ვაქცინისთვისო – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაქცინისთვის საჭირო მაცივრების პრობლემა მოგვარებადია.

“რამდენიმე მილიარდი საგარეო ვალი აიღეს, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დააყენეს, გააკოტრეს.. ახლა გამოლაგდნენ და მაცივრები არ გვაქვს ვაქცინისთვისო…
– მაცივრების პრობლემა მოგვარდებადია;
– გეგმაც არ აქვთ გაწერილი ინფრასტრუქტირისთვის (იხ: გაბუნიას განცხადება);
– ექიმების ასაცრელად ყველაფერი რომ გაეკეთებინათ – ესეც ვერ მოახერხეს.

ამიტომ, ყოველ დღე ეს კითხვა უნდა დავსვათ: სად არის ვაქცინა?”,– წერს დეკანოიძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, 10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისტვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.

ცერცვაძემ დღეს თქვა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ  AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.