ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ურნების შესაძენად 76,000 ლარი გამოყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ურნების შესაძენად 76,000 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ტენდერში გამარჯვებულად შპს ელიტ-ტექნოლოჯი გამოცხადდა, რომელიც 65,699 ლარად მუნიციპალიტეტს 80 ცალ ურნას მიაწვდის და თითოეული ურნა 821 ლარი დაჯდება.

გამარჯვებული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი გიორგი მამადაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ის ყოფილი მეწილეა, თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დღემდე რჩება მისი მეუღლე – თამარ კანდელაკი.

შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტ პანდემიურ პერიოდში ჯამში 152 ათას ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული.