ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

არასრულწლოვნის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა. მათი ცნობით, მოზარდი 14 წლის იყო.