ქუთაისი-ხონის გზაზე 28 წლის გოგო ავტომობილით ბენზინმზიდს შეეჯახა და გარდაიცვალა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგო ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის გოგო სწრაფად მართავდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.