ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში დღეს კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტები 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.

ამასთან, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.