ღაზის სექტორიდან, ისრაელის ქალაქ რამათ-განში 2 რაკეტა, ჩამოვარდა- ვიდეო

ღაზის სექტორიდან, ისრაელის ქალაქ რამათ-განში 2 რაკეტა ჩამოაგდეს –  შედეგად, ქალაქ რამათ-განში 1 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი 50 წლის კაცია. თელ-ავივში და ცენტრალურ ისრაელში დღეს უკვე მეორედ გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.

15 მაისს  ისრაელმა, ღაზის სექტორში 20 რაკეტის გამშვებ პუნქტს დაარტყა. სწორედ ამ გამშვები პუნქტებიდან ხდებოდა ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიზანში ამოღება.

“ეს არის სცენა, რამათ-განის სამეზობლოში, მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე ღაზას სექორიდან რაკეტა ჩამოვარდა. ჩვენ ამ ტერორს უპასუხოდ არ დავტოვებთ”, – წერს IDF Twitter-ზე.